8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები ერთად ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმმა, მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით, გამოავლინა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე საქართველოში“.

„ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მითითებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ხელს უწყობენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები თბილისში.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა იპოვონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვა ხალხის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული და ბოლო დრომდე გაგრძელებული მადესტაბილიზებელი და ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას თავშეკავებისკენ და შედეგებისკენ მთელი ერისთვის, მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს.

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არის საფრთხის ქვეშ თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთობლივი წერილი არის პასუხი ლიეტუველ სოციალ-დემოკრატებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ, საქართველოს მმართველ სოციალ-დემოკრატებს იცავენ.

განცხადებას ხელს აწერენ:

ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

პაველ ფიშერი – ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.

მარეკ კუჩინსკი – პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

რიჰარდ კოლსი – ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

რობერტ მენენდესი – შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

მარკო მიკელსონი – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ნორბერტ რიოტგენი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ტომ ტუგენდატი – გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები