ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

ის, რაც სომხეთში ხდება, ქვეყნის შიდა საქმეა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ეს სომხეთის შიდა საქმეა. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სომხეთი დღეს ისეთ მძიმე სიტუაციაშია, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და ამაში წინა და მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა. „სომხეთის შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. პრინციპში, ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. განსაკუთრებით ამ სენსიტიურ დროს,“- განაცხადა ალიევმა.

მსგავსი სტატიები