არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – მიხეილ სააკაშვილი

რაღაც მომენტში, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ყოველთვის მინდოდა ქაოსის, სისხლისღვრისა და სამოქალაქო შეტაკებების თავიდან აცილება, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება.

„ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მოვიგეთ ბოლოც და 2018 წლის არჩევნებიც. ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს. ეს ასეა. ისინი, ვინც მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობა, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი და იარაღი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლიან ამას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სტატიები