პრემიერი ვახო სანაიაზე – თავდამსხმელები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს”, – წერს პრემიერი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

მსგავსი სტატიები