საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანას 27 თებერვლიდან განაახლებს

საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟუნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, რკინიგზას გარკვეული მომზადება დასჭირდა, ამიტომ ორ დღეში უკვე განაახლებს მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. „ახლა მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს“, – აღნიშნა მინისტრმა და ყველას პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

მსგავსი სტატიები