ულტიმატუმებით არანაირი მოლაპარაკება არ შედგება – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიაჩნია, რომ თუ ოპოზიცია ულტიმატუმებით ილაპარაკებს, მაშინ არანაირი მოლაპარაკება არ შედგება.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, მოლაპარაკებაზე ძალიან ცნობილი აქსიომაა – მოლაპარაკებებზე ადამიანები ულტიმატუმით არ მიდიან.

„მოლაპარაკებაზე მიდიან რაღაც კომპრომისით, რაც უნდა იყოს ორივე მხარის მიერ დაშვებული. თუ ვილაპარაკებთ ულტიმატუმებით, მაშინ არანაირი მოლაპარაკება არ გამოვა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ ულტიმატუმების გარეშე და იქ განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს მისაღები და რა – არა”, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი სტატიები