PACE-ს თანამომხსენებლები: საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი სჭირდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფთებას გამოთქვამენ.

„იმ პირობებში, როდესაც არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა, პოლიციის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრამ და ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი, არა ესკალაცია და კონფრონტაცია“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

ამავე განცხადებაში ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ქმედებისგან, რომელიც დაძაბულობის შემდეგ ესკალაციას შეუწყობს ხელს; დაუბრუნდნენ მოლაპარაკები მაგიდას, რათა მოიძებნოს პოლიტიკური და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი, გადაიჭრას მიმდინარე კრიზისი.

მსგავსი სტატიები