ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის საკითხზე განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. ლატვიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ ჟიგიმინტას პავილიონისისგან განმარტებები ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა მოითხოვეს.

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე, ხოლო მეორე დაადანაშაულოს“, – განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა, იულიუს საბატაუსკასმა.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მსგავსი სტატიები