სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათი-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

“არასასურსათო საცალო ვაჭრობა, შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

8 მარტამდე ძალაში რჩება შეზღუდვები შაბათ-კვირასთან დაკავშირებით. კერძოდ, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები დაწესებული შეზღუდვები გამო, შაბათ-კვირას ვერ მუშაობენ.

ღარიბაშვილმა სხვა რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქებაც დააანონსა. 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმორები სამთო კურორტებზე. ასევე, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება. რესტორნები კი შიდა სივრცეების ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

მსგავსი სტატიები