სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთი და ბელორუსის მოქალაქებისათვის საქართველოში შემოსვლა ​PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ

პრემიერმა იმ ქვეყნების გაფართოებული ჩამონათვალი დაასახელა, რომელთა მოქალაქეები საქართველოში საჰაერო საზღვრის გადაკვეთით ჩამოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სტატიები