25 თებერვლიდან სამთო კურორტები იხსნება

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები დაიწყებენ მუშაობას სრული რეგულაციების დაცვით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.

მსგავსი სტატიები