რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის დასაწყისიდან აღდგება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.

“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.

კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სტატიები