Ჩვენ გავიმარჯვებთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის შუამდგომლობა უარყო და ნიუ-იორკის პროკურატურისთვის დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გადაცემა დაუშვა.

„უზენაეს სასამართლოს არასდროს უნდა დაეშვა ეს. არც ერთ პრეზიდენტს არ გადაუტანია მსგავსი რამე. ეს ყველაფერი „დემოკრატებისგან“ ინსპირირებულია“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მანჰეტენის პროკურატურის გამოძიება მისი ფინანსური გარიგებების შესახებ „კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობის გაგრძელებაა“.

„მე ვიბრძოლებ, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, მიუხედავად ყველა იმ საარჩევნო დანაშაულისა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს. Ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სტატიები