ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. უფლებადამცველი იმედის გამოთქვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდება. 

“დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება მასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არც ერთი სტრუქტურა. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის წინ დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ის გადმოყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. შევალთ, შევხვდებით ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას და გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო. 

რამდენიმე წუთში იმედია მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნიკას. რაც  შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ამ საქმის აბსურდულობის დასადასტურებლად.

მსგავსი სტატიები