ნიკა მელია დააკავეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია.

სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

სპეცრაზმელებმა იმ ოთახის შტურმი სადეს, სადაც ნიკა მელია სხვა ოპოზიციის ლიდერებთან იყო გამაგრებული. სპეცრაზმმა კარი შეამტვრია.  

ამ წუთებში, ენმ-ს ოფისთან, სამართალდამცველებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაკავებულებიც. 

მსგავსი სტატიები