NYT-მა კოვიდგარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად 500 000 წერტილი დაბეჭდეს

„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს.

„ამერიკაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება. გრაფიკაზე მოცემულია სიკვდილიანობის მარჩვენებლის ზრდა 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის ზამთარში. წელს იანვარ-თებერვალში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია“ , – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 500 ათასს უახლოვდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსს 498 897 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზეთის რედაქციაში ამბობენ, რომ ამ გზით მათ აშშ-ის მოქალაქეებს შეახსენეს, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება.

მსგავსი სტატიები