ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

შაბათ–კვირას რუსულმა სასამართლოებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ორი განაჩენი დაამტკიცეს. ორშაბათს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში არსებული სიტუაციის განსახილველად იკრიბებიან.

ევროდიმპლომატიის მეთაურმა,ჟოზეპ ბორელიმ სასამართლო გადაწყვეტილებების საპასუხოდ რუსული სასამართლოები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეილების იგნორირებაში დაადანაშაულა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ნავალნის დევნა

პოლიტიკურია.

ვიდეოკონფერენციაში ჩაერთო აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი. მოსალოდნელია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით– წერს სააგენტო ფრანს პრესი მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ზომები შეიძლება შეიცავდეს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

ამის შემდეგ ექსპერტები გადაწყვეტენ, რომელი პირები შევლენ ამ სიაში. სანციები უკვე დააანონსა ლუქსემბურგის საგარეო უწყების მეთაურმა გერმანული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ორშაბათს რუსეთის საკითხს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც განიხილავენ.

ბრიტანული Daily Telegraph წერს, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი და მოსკოვს ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებს.

ამ ინფორმაციას ადასტურებს Financial Times, რომლის ინფორმაციით ბრიტანეთის საგარეო მინისტრი იტყვის, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალადობა ზრდის მსოფლიოს შეშფოთებას რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე უარის გამო.

მსგავსი სტატიები