მსოფლიოში 2 500-მდე ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ცნობით, მსოფლიოში 2 500-მდე ენას გაქრობის საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ Anadolu წერს.

UNESCO-ს წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ენების გაქრობის საფრთეს, ნაწილობრივ, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებითაც ხსნიან.

მსოფლიოში ადამიანები სულ 7 ათას ენაზე საუბრობენ. 1950 წლის შემდეგ, 250 ენა გაქრა.

UNESCO-ს მიხედვით, იმისთვის, რომ ენას გაქრობის საფრთხე არ ემუქრებოდეს, მას სასაუბროდ, სულ მცირე, 10 ათასამდე ადამიანი უნდა იყენებდეს.

მსგავსი სტატიები