ამსტერდამში შეზღუდვების მოხსნის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ამსტერდამში პოლიციამ კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამსტერდამში კარანტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ქალაქის მუზეუმის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ ძალის გამოყენებით მას შემდეგ დაშალა, რაც ისინი პანდემიის ფონზე საჯარო შეკრების აკრძალვის გამო ადგილის დატოვების მითითებებს არ დაემორჩილნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეთა ჯგუფს ხელში ყვითელი ქოლგები ეჭირათ და მათ ძირითად ნაწილს ახალგაზრდები შეადგენდნენ. სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ მომიტინგეთა მცირე ნაწილი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში იანვარში ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში არეულობა მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები