სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1%-ით განისაზღვრა.
ამავე ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:
- განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა
- მშენებლობა
- ხელოვნება
- გართობა და დასვენება
- დამამუშავებელი მრეწველობა
- ტრანსპორტი და დასაწყობება
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა
- ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
- წყალმომარაგება
- კანალიზაცია
- ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები
- ინფორმაცია და კომუნიკაცია
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა