პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. 

პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

“დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას”, – განაცხადა პროკურორმა.

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.

მსგავსი სტატიები