პაატა იმნაძე – პირბადის ტარებას თუ არ მივეჩვიეთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს, ეს რეალობაა

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “ახალი დღე” განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვების, ასევე აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა, არ არსებობს.

მსგავსი სტატიები