Pegasus Airlines-ი საქართველს ავიაბაზარს უბრუნდება

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება. ავიაკომპანია, რამდენიმე თვის განმავლობაში დაწესებული რეგულაციების ფონზე, თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულდებდა. 

“4 თებერვლიდან Pegasus Airlines-ი ​რეგულარული რეისები შესრულდება!

გაცნობებთ, რომ თებერვალში, თბილისიდან გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას

(გამონაკლისია 6 თებ.)

მარტიდან კი ყოველდღიურად!

თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.

ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040 ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით”, – აღნიშნულია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები