უკრაინის დაზვერვა – პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მან ძალაუფლების გადაცემა დაიწყო

უკრაინის საგარეო დაზვერვის ცნობით, ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა.

დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.

სადაზვერვო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გადაცემის კონკრეტული ვარიანტის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას, პუტინთან ერთად ან მის გარეშე.

მათივე ინფორმაციით კრემლის სტრატეგიულ მიზნებს შორის არის უკრაინის ან მისი ნაწილის ინტეგრაცია ერთგვარ სუპერსახელმწიფოებრივ პროექტში მოსკოვის ეგიდით, კოდური სახელით „სსრკ 2.0“ და ამისთვის რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას უკრაინის ეკონომიკური განვითარების ტემპის, მისი მოსახლეობის ხარისხის და ცხოვრების დონის ზრდა.

მსგავსი სტატიები