G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობენ.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„დიდი შვიდიანის“ წევრი სახელმწიფოების – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებისას, 17 იანვარს აეროპორტშივე დააკავეს.

მსგავსი სტატიები