“პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბონდო თედორაძე და აქტივისტები, მათ შორის „ალტერნატივას“ წევრები დაუპირისპირდნენ.

აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ შეძახილებით, ერთ-ერთმა მათგანმა კი ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

მსგავსი სტატიები