სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, ასევე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება და ყველა სავაჭრო ობიექტს, ასევე, მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადებისა და რიგების მართვა.

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს, ასევე, მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია.

შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები