მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება.

“თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების მუშაობის აღდგენა გვაქვს დაგეგმილი 1-ლი მარტიდან”, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

მსგავსი სტატიები