თეთრი სახლის პრესმდივანი – აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა, რუსეთმა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ში განხორციელებული კიბერთავდასხმების, რუსეთის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტების სრული ანალიზი დავალა, – შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

„ჩენ ვმუშაობთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების გასაუმჯობესებლად, ამასთან, ვმუშაობთ იმისთვისაც, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დეტალურად შეაფასონ ანალიზი კომპანია Solar Winds-ზე განხორციელებული კიბერშეტევების, რუსეთის მიერ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტები“, – განაცხადა ფსაკიმ.

მსგავსი სტატიები