რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი და ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წევრი, ლუბოვ სობოლი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ სობოლის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სობოლის დაკავების შესახებ მისმა ადვოკატმა ვლადიმერ ვორონინმა სოციალურ ქსელში დაწერა. ადვოკატი თქმით, ოპოზიციონერი მისი მანქანიდან გადაიყავნეს და დააკავეს.

როიტერი-ს განცხადებით, დონსკოის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც აპირებენ, რომ მას ბრალი 23 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქციებზე წასვლის მოწოდების გამო წაუყენონ.

რუსეთში, აეროპორტში, სადაც 17 იანვარს ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყოს ლუბოვ სობოლიც. ასევე, ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნიც.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

მსგავსი სტატიები