მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მთავრობას წარედგინა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმა, რომელიც დამტკიცდა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მან განმარტა, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რა ტიპის ვაქცინებს მიიღებს ქვეყანა და როგორ მოხდება მისი ლოჯისტიკა.

მსგავსი სტატიები