გიორგი გახარია – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” შეეხო, რომლის გადაწყვეტილებაც დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი. გიორგი გახარიას თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

გახარიას თქმით, მთავრობას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი გეგმა აქვს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში გააცნობს.

“დღეს არის უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს გარდა იმისა, რომ ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კომპენსაციას ახდენს და იქმნება საფუძველი ამისთვის, ეს იქნება შემდგომი საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა პრემიერმა.

2008 წელს იუსტიციის სამინისტროს სახელით შესული სახელმწიფოთაშორისი სარჩელით საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში.

მსგავსი სტატიები