66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ინფორმაცია Everydaygeorgia-ს ოთხმეზურის ძმამ დაუდასტურა.
გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იყო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.