ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა. დონალდ ტრამპი უსამართლობასა და კორუფციას უწყობდა ხელს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან როუჰანიმ ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის ბირთვულ შეთანხმებაში უნდა დაბრუნდეს და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.
„თუ ვაშინგტონი ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩვენ ასევე სრულად დავიცავთ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.