დღეს ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.
გარდა ამისა, 6 იანვარს მომხდარი არეულობის გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული.

ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს.

ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. კერძოდ, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი. ინაუგურაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დაესწრება.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

მსგავსი სტატიები