A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას გაივლიან

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ.

მსგავსი სტატიები