თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს – თბილისის ზოოპარკის განცხადება

ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას 2021 წელსაც ტრადიციული თხოვნით მიმართავს. ისინი ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოველებისათვის ჩიჩილაკებისა და ნამდვილი ნაძვის მიტანას სთხოვენ. 

„თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში.“- წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

მსგავსი სტატიები