Khan Academy-მ ილონ მასკისგან 5 მილიონი დოლარი მიიღო

Khan Academy-მ ტესლას დამფუძნებლისგან 5 მილიონი დოლარი მიიღო.

Khan Academy-ს დამაარსებელმა, სალმან ხანმა, ილონ მასკს საჯარო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანხა მათ საშუალებას მისცემთ აწარმოონ ყველანაირი კონტენტი.

„იმედი მაქვს, ამის წინააღმდეგი არ ხარ. ეს თანხა საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ ყველანაირი კონტენტი. ჩვენი სურვილია ყველა საგნის ქონა – ბავშვებისთვის დაწყებითი კლასებიდან კოლეჯამდე. გაძლიერდება ჩვენი სამეცნიერო მიმართულებაც“, – განაცხადა სალმან ხანმა.

Khan Academy “აწარმოებს უფასო, საუკეთესო ხარისხის განათლებას ყველასთვის და ყველგან”. Khan Academy-ს ვიდეოები 36-ზე მეტ ენაზე ითარგმნება და შეიცავს სხვადასხვანაირი სწავლების მეთოდს.

მსგავსი სტატიები