გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. „ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, არ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში“,- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ შეკითხვას.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან და მათ „ვერ დააბრალებს, რომ ვინმეს დავალებას ასრულებენ“, თუმცა, მიიჩნევს, რომ „წინასწარ წინადადების გაჟღერება შედეგს არ მოიტანს“.

არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროცესი ამ პარადიგმიდანაც უნდა დაინახოს ოპოზიციამ.

მსგავსი სტატიები