კორონავირუსის გამო, წელს ბათუმში ნათლისღებას ზღვაში შესვლის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება

19 იანვარს, ნათლისზღებას კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

“18 იანვარს, 16 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო წირვა. წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება”, — აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის გადაადგილებაზე. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. აღნიშნული შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოიხსნა: ახალი წლის ღამეს და მართლმადიდებელი ეკლესიის შობის ღამეს.

მსგავსი სტატიები