ჯაბა კანკავამ ფრანგულ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი გააფორმა

ჯაბა კანკავამ ფრანგულ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას ლიგა 2-ის გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ფრანგული კლუბის ცნობით, 34 წლის კანკავამ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომდევნო 2 წელი ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მუდმივი ნომერიც აიღო – ის ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ვალანსიენი“ ლიგა 2-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ ლიდერთა სამეულს ბევრით არ ჩამორჩება – „გრენობლს“ 35 ქულა აქვს, ტურნირის დასრულებამდე კი 19 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სტატიები