ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ყრილობას პარტიის 400-მდე დელეგატი ესწრება. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი. ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირობას გაძლევთ, მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სტატიები