ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა აღარ გადაიდება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელძღვანელის, იოშირო მორის განცხადებით, ოლიმპიადის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადების მომხრეთა რაოდენობა იზრდება. ინფორმაციას the Guardian ავრცელებს.

იოშირო მორის განცხადებით, თამაშების მეორედ გადადება “აბსოლუტურად შეუძლებელია”.

“გაზაფხული ყოველთვის მოვა, დილა ყოველთვის დადგება ყველაზე გრძელი ღამეების შემდეგაც კი”, – განაცხადა მორიმ იაპონურ მედიასთან საუბრისას.

ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებით ჩანს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადებას უჭერს მხარს. გასულ კვირას ჩატარებულმა NHK-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს თამაშების წელს ჩატარებას მაშინ, როდესაც დაახლოებით 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადა უნდა გადაიდოს, ან საერთოდ უნდა შეჩერდეს.

იაპონიის მთავრობამ და საერთაშორისო ოლიმპიუტმა კომიტეტმა გასული წლის მარტში გადაწყვიტა, რომ ზაფხულში გასამართი ტოკიოს 2020 წლის თამაშები პანდემიის გამო ერთი წლით გადაედო.