გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი პირველი თებერვლიდან ? – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ, სავაჭრო ქსელების გარდა კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“1-ელი თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები. ამის შემდეგ გვექნება საუბარი ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. უკვე კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და ვიზრუნებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად უფრო ეფექტური”, — განაცხადა ტიკარაძემ.

მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა პირველ თებერვლამდე გაახანგრძლივა, მათ შორის, შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და არასურსათო მაღაზიებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები, რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.