„ქარაქუცა წევრები თავის გარშემო მოიკითხოს“ – მამუკა ხაზარაზე ბიძინა ივანიშვილზე

სწორი იქნება, რომ ქარაქუცა წევრები [ივანიშვილმა] თავის გარშემო მოიკითხოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგ ეპითეტს არ ვიღებთ და საერთოდ, ქარაქუცობა ნიშნავს იმას, რომ საქმე არ გამოგდის და სწორედ ქართული ოცნებაა ის გუნდი, რომელსაც საქმე არ გამოუვიდა 9 წლის განმავლობაში. ვერანაირი საამაყო საქმე ვერ შექმნა, საამაყო, თითით საჩვენებელი, ამიტომ ეს ეპითეტი მათ უფრო მოუხდებათ, – ასე გამოეხმაურა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ “ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს ქართულ ოცნებას”.