საქართველოში COVID-19-ს ბოლო 24 საათში 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გავრცელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 820 მოქალაქე.