საქართველოში COVID-19-ის 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა, 993 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე  17 795 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 934 ანტიგენის ტესტით, 5 861 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • თბილისი – 754;
  • აჭარა-97;
  • იმერეთი-334;
  • ქვემო ქართლი-143;
  • შიდა ქართლი-113;
  • გურია-30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი-158;
  • კახეთი-147;
  • მცხეთა-მთიანეთი-41;
  • სამცხე-ჯავახეთი-29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 3 879 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 817 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 254 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.