მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა

თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის, თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი იზრდება. საუბარია როგორც არასაყოფაცხოვრებო, ისე საყოფაცხოვრებო ტარიფზე. სემეკის გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შედის.

საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ნაწილში ზრდა დაახლოებით 3,5 თეთრია. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, ის დიფერენცირებულია საფეხურების მიხედვით და 11-დან 13-თეთრამდე მერყეობს. ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ტარიფი ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს.

თელასის მომხმარებლებისთვის: 

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 

  • დახარჯულ 110 – 35 კვ-ზე  – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 13.653. ცვლილება შეადგენს 9.542 თეთრს, ფასი გახდება – 23.195 თეთრი. 
  • დახარჯულ 10 – 6 -3.3 კვ-ზე  – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 14.307. ცვლილება შეადგენს 10.817 თეთრს, ფასი გახდება –  25.142 თეთრი
  • დახარჯულ 380 – 220 ვ – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 18.067 თეთრი. ცვლილება შეადგენს 9.941 თეთრს, ფასი გახდება –  27.908 თეთრი

საყოფაცხოვრებო ტარიფები: 

  • 0 – 101 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე – მოქმედი ტარიფია – 12.325; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 15.289; 
  • 101 – 301 კვტ.სთ – მოქმედი ტარიფია – 12.325; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 18 689;
  • 301 კვტ სთ-ზე მეტი – მოქმედი ტარიფია – 19 925; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 22 489;

ენერგო პროს აბონენტებისთვის

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 

  • დახარჯულ 110 – 35 კვ-ზე  – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 12.593. ცვლილება შეადგენს 11.362 თეთრს, ფასი გახდება – 23.955 თეთრი. 
  • დახარჯულ 10 – 6 -3.3 კვ-ზე  – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 13.772; ცვლილება შეადგენს 12.397 თეთრს, ფასი გახდება –  26.169 თეთრი. 
  • დახარჯულ 380 –  220ვ   – ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი – 17.867; ცვლილება შეადგენს 9.218 თეთრს, ფასი გახდება –  27.085 თეთრი. 

საყოფაცხოვრებო ტარიფები: 

  • 0 – 101 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე – მოქმედი ტარიფია – 12.065; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 15.026; 
  • 101 – 301 კვტ.სთ – მოქმედი ტარიფია – 15.435; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 18.396;
  • 301 კვტ სთ-ზე მეტი – მოქმედი ტარიფია – 19.265; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 22.226;

ფასები დგინდება 6 თვით, 1-ლ ივლისამდე; ივლისიდან ტარიფები ისევ გადაიხედება.