შსს-მ ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 706 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების
ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის გამო 706 პირი დააჯარიმა. მათ შორის, კარანტინის წესის დარღვევის გამო — 91 ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო — 615 ფიზიკური პირი.

შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.