ისტორიული ფაქტი,თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა,ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

8 დეკემბერს, გვიან საღამოს, საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.

„აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით (რომლის შემადგენელია ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი) 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)

„საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც ტვირთს აიაფებს და ამ დერეფანში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის.